prava.ge — პრავა

პრაქტიკული გამოცდის ტექნიკური კითხვები

გამომცდელი მოძრაობის დაწყებამდე გისვამთ 2 კითხვას/დავალებას. აქ ყველა ოფიციალური კითხვა და პასუხია კატეგორიების მიხედვით — ვიდეოს გარეშე.

B / B1

ფორმატი: გამომცდელი გისვამთ 2 დავალებას/კითხვას მოძრაობის დაწყებამდე. პასუხის გაცემა შეგიძლიათ ზეპირად ან ვიზუალურად ჩვენებით.

შეცდომა: დავალების ვერშესრულება ან არასწორი პასუხი ითვლება მსუბუქ შეცდომად.

20 კითხვა

#1ძრავში ზეთის დონეზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა

ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის;

#2სამუხრუჭე სითხის დონეზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა

სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის;

#3მუშა მუხრუჭიზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა

ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე;

#4სადგომი მუხრუჭიზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა

ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს;

#5საბურავის წნევის ინფორმაციაზეპირი

განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ

ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე;

#6საბურავების საერთო მდგომარეობაზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა

ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია;

#7დამუხრუჭების სიგნალებიზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა

დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში;

#8საჭის გამაძლიერებელიზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა

სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმართულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე;

#9გამაგრილებელი სითხის დონეზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის;

#10მოხვევის შუქ-მაჩვენებლებიზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა

სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა;

#11ფარები და შუქამრეკლებიზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა

სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი;

#12საავარიო შუქსიგნალიზაციაზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია

უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა;

#13მინამრეცხის სითხის დონეზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე

მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია;

#14საბურავის ჰაერის წნევაზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში

საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილობები − საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში;

#15პროტექტორის სიმაღლეზეპირი

განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას;

#16გამაგრილებელი სითხის რეზერვუარიპრაქტიკული

აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი;

#17მინამრეცხის რეზერვუარიპრაქტიკული

აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი

მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი;

#18ხმოვანი სიგნალიპრაქტიკული

აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა

მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში;

#19ზეთის ცეციპრაქტიკული

აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე

მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური;

#20სამუხრუჭე სითხის რეზერვუარიპრაქტიკული

აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი

მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი;