2026 წლის წესებით · B კატეგორია: 25/30

პრავის ბილეთები

ისწავლე დღიური გეგმით და ჩააბარე თეორია პირველივე ცდაზე

ყველა ბილეთი სურათით, AI ახსნითა და აუდიოთი. აირჩიე, რამდენ დღეში გინდა მომზადება, და გეგმა ყოველდღე გეტყვის, რა ისწავლო.

ან ივარჯიშე ბილეთებზე თემების მიხედვით
  • იწყებ ანგარიშის გარეშე
  • AI ახსნა და აუდიო ყველა ბილეთზე
  • ქართულად, ინგლისურად და რუსულად
სცადე ახლავებილეთი №13
ბილეთი №13-ის სიტუაცია

ისრების გადაკვეთის ადგილზე გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება:

აირჩიე პასუხი

სასწავლო გეგმა

როგორ ვისწავლო პრავის ბილეთები

გეგმა მთელ ბაზას დღეებად ყოფს. შენ მხოლოდ დღის გაკვეთილებს გადიხარ, ბოლოს კი სიმულაციებით ამოწმებ თავს.

შეადგინე გეგმა
  1. 1

    აირჩიე ვადა

    7, 14 ან 28 დღე, ან შენი რიცხვი. გეგმა ყველა ბილეთს ამ დღეებზე გაანაწილებს.

  2. 2

    ყოველდღე მოკლე გაკვეთილები

    ჯერ წესის ბარათი, მერე ამ თემის ბილეთები AI ახსნით. დღე შერეული გამოცდით მთავრდება.

  3. 3

    მწვანე შუქი გამოცდისთვის

    მზად ხარ, როცა ყველა ბილეთი ნანახი გაქვს და სიმულაციებს ზედიზედ აბარებ. შედეგები რომ ჩაითვალოს, საჭიროა ანგარიში.

რა არის საიტზე

მართვის მოწმობის ბილეთები და გამოცდა

ყველაფერი, რაც თეორიისთვის გჭირდება, ერთ ადგილას.

გამოცდის წესები

რამდენი შეცდომაა დასაშვები თეორიულ გამოცდაზე

აირჩიე კატეგორია და ნახე წესები: კითხვების რაოდენობა, ჩასაბარებლად საჭირო სწორი პასუხები და დასაშვები შეცდომები.

კითხვა
30
საჭირო სწორი პასუხი
25
დასაშვები შეცდომა
5

B და B1 კატეგორიისთვის 2026 წლის 21 მაისიდან 5 შეცდომაა დასაშვები. მანამდე 3 იყო.

სცადე B, B1 კატეგორიის გამოცდა
თეორიული გამოცდის წესები ყველა კატეგორიისთვის
კატეგორიაკითხვადასაშვები შეცდომა
B, B1305
A, A1303
AM202
C404
C1353
D404
D1353
T, S303
Tram303
B+C1 Mil353

თეორიის შემდეგ

მართვის მოწმობის სამი ეტაპი

თეორიის ჩაბარების შემდეგ B კატეგორიისთვის მოედნის გამოცდაზე გასასვლელად 30 კალენდარული დღე გაქვს, ამიტომ შემდეგ ეტაპებზე წინასწარ იფიქრე.

  1. 1

    ეტაპი 1

    თეორიული გამოცდა

    ბილეთები კომპიუტერზე. მოემზადე გეგმით და სიმულაციებით.

    ბილეთები
  2. 2

    ეტაპი 2

    მოედანი

    მოედნის ელემენტები, საჯარიმო ქულები და ვიდეო ახსნა.

    მოედნის გამოცდა
  3. 3

    ეტაპი 3

    ქალაქი

    ქალაქის გამოცდის ტექნიკური კითხვები და პასუხები.

    ქალაქის გამოცდა

FAQ

ხშირად დასმული კითხვები პრავის ბილეთებსა და გამოცდაზე

რამდენი შეცდომაა დასაშვები B კატეგორიის გამოცდაზე?

B და B1 კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე 30 კითხვაა და ჩასაბარებლად 25 სწორი პასუხია საჭირო, ანუ 5 შეცდომაა დასაშვები. ეს წესი 2026 წლის 21 მაისიდან მოქმედებს, მანამდე 3 შეცდომა იყო დასაშვები. სხვა კატეგორიების წესები ზემოთ, ცხრილშია.

საჭიროა თუ არა რეგისტრაცია?

არა. ბილეთები, გამოცდის სიმულაცია და სასწავლო გეგმა ანგარიშის გარეშეც მუშაობს (გეგმა მაშინ მხოლოდ ამ ბრაუზერში ინახება). ანგარიში საჭიროა მზაობის ქულისთვის, გამოცდების ისტორიისთვის, სუსტი თემებისა და შეცდომების ტრენაჟორისთვის.

როგორ მუშაობს სასწავლო გეგმა?

აირჩევ კატეგორიას და ვადას: 7, 14, 28 დღე ან შენი რიცხვი. გეგმა ბილეთებს დღეებზე ანაწილებს: ყოველდღე წესის ბარათი, ამ თემის ბილეთები AI ახსნით და დღის შერეული გამოცდა. ახალი დღე ყოველდღე 04:00-ზე იხსნება, რომ ახალ გაკვეთილებს შორის ერთი ღამის ძილი იყოს.

რა არის AI განმარტება?

AI განმარტება არის თითოეული ბილეთის ახსნა კანონის მიხედვით: რა წესი მოქმედებს და რატომ. კითხვას აუდიოთიც მოისმენ. ასე წესს იგებ და არა იზეპირებ.

შეიძლება თეორიისთვის დამოუკიდებლად მომზადება?

A და B კატეგორიისთვის დამოუკიდებელი მომზადება დასაშვებია. C და T/S კატეგორიებისთვის საჭიროა მძღოლთა მომზადების დაწესებულების სერტიფიკატი.

რა ხდება თეორიის ჩაბარების შემდეგ?

შემდეგია პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად: ჯერ მოედანი, მერე ქალაქი. B კატეგორიისთვის მოედანზე თეორიის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გახვიდე. მოედნის ელემენტები და ქალაქის გამოცდის კითხვები აქვე, საიტზე იპოვი.

რამდენად ხშირად ახლდება ბილეთები?

ბილეთები რეგულარულად ახლდება ოფიციალური საგამოცდო ბაზის მიხედვით. გამოცდის წესები (კითხვების რაოდენობა და დასაშვები შეცდომები) 2026 წლის ცვლილებებს შეესაბამება.

როგორ ითვლება მზაობის ქულა (0–100)?

ეს არის 0–100 ქულა შენი მართვის მოწმობის კატეგორიისთვის; სანახავად საჭიროა ანგარიში. ქულა აჩვენებს, რა ალბათობით ჩააბარებ ამ კატეგორიის ნამდვილ გამოცდას. ითვლება მხოლოდ სრული გამოცდები: ყველა თემა და კითხვების ოფიციალური რაოდენობა. გამოცდა არჩეული თემებით და ბილეთებზე ვარჯიში ქულას არ ცვლის, თუმცა თემების დაფარვაში ითვლება. ვიღებთ ბოლო 20 სრულ გამოცდას (ახალს მეტი წონა აქვს) და ვაფასებთ, რამდენად ხშირად პასუხობ სწორად. ამის მიხედვით ვითვლით, რა შანსით დარჩები შენი კატეგორიის დასაშვები შეცდომების ფარგლებში, ამიტომ ერთნაირი სიზუსტე უფრო დაბალ ქულას იძლევა იქ, სადაც ნაკლები შეცდომაა დასაშვები. თუ გამოცდას შეცდომის შემდეგ მიატოვებ, დროის ამოწურვისას ის მაინც ჩაითვლება. პირველი რამდენიმე გამოცდის შემდეგ ქულა ფრთხილია: ერთი იღბლიანი გამოცდა მზაობას ვერ აჩვენებს. ნამდვილი გამოცდისთვის მზად ხარ, როცა ერთდროულად სამი პირობა სრულდება: ქულა 85 ან მეტია, ბოლო 3 სრული გამოცდა ჩაბარებულია და თემების მინიმუმ 65% დაფარულია. თემა დაფარულად ითვლება, როცა მისი კითხვების დაახლოებით 70%-ს უპასუხებ, გამოცდაზე ან ბილეთებზე ვარჯიშისას. მანამდე ქულა პროგრესის მაჩვენებელია და არა ჩაბარების გარანტია.

დაიწყე დღეს, ჩააბარე პირველივე ცდაზე

გეგმას ერთ წუთში შეადგენ, ანგარიშის გარეშე. ანგარიშით კი შედეგები მზაობის ქულაში აისახება.