კონფიდენციალურობის პოლიტიკა
prava.ge მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მოსამზადებელი საიტია. აქ მოკლედ წერია, რა მონაცემებს ვინახავთ და რატომ.
ბოლო განახლება: 27.11.2026
ანგარიში
რეგისტრაციისას ინახება შენი სახელი, გვარი, ელფოსტა და პაროლი. Google-ით შესვლისას Google-ისგან ვიღებთ შენს სახელსა და ელფოსტას. ელფოსტას ვიყენებთ შესასვლელად და პაროლის აღსადგენად; სარეკლამო წერილებს არ ვაგზავნით.
სწავლის პროგრესი
ანგარიშზე ინახება შენი გამოცდები და პასუხები, შეცდომების ტრენაჟორის განრიგი და სასწავლო გეგმის პროგრესი. ამით გაჩვენებთ მზადყოფნას, სუსტ თემებსა და გამოცდების ისტორიას.
Cookie და ბრაუზერის მეხსიერება
შესვლის შემდეგ საიტი ერთ httpOnly cookie-ს ინახავს: ის მხოლოდ იმისთვისაა, რომ შესული დარჩე, და JavaScript მას ვერ კითხულობს. ბრაუზერის მეხსიერებაში (localStorage) ინახება თემა (ღია ან მუქი), ავტომატური გადასვლის პარამეტრები და, თუ შესული არ ხარ, სასწავლო გეგმა და მისი ისტორია. შესვლისას გეგმა ანგარიშზე გადადის.
ანონიმური სტატისტიკა
ვიზიტების დასათვლელად ვიყენებთ Umami Cloud-ს. ის cookie-ებს არ იყენებს და შენს ვინაობას ვერ ადგენს: ვხედავთ მხოლოდ ზოგად რიცხვებს (რომელი გვერდი გაიხსნა, რომელი ქვეყნიდან, რა მოწყობილობით) და სასწავლო გეგმის ანონიმურ მოვლენებს, მაგალითად, რომ გეგმა დაიწყო ან დღე დასრულდა.
რას არ ვაკეთებთ
მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არავის ვაძლევთ. საიტზე არ არის სარეკლამო ტრეკერები (Google Analytics, Facebook Pixel და მსგავსი).
სხვა სერვისები
Google-ით შესვლა Google-ის მხარეს ხდება, მისი წესებით. აუდიო ახსნები და სურათები ჩვენი ფაილების საცავიდან იტვირთება და შენს მონაცემებს არ შეიცავს.
მონაცემების წაშლა
ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული ყველა მონაცემის წასაშლელად მოგვწერე: pravage.contact@gmail.com. ბრაუზერში შენახული მონაცემები შეგიძლია თავად წაშალო ბრაუზერის პარამეტრებიდან.