პრაქტიკული გამოცდა – ქულების სისტემა

მოედნის საგამოცდო ელემენტები და საჯარიმო ქულები — რა იწვევს ქულების დაკარგვას და რა გჭრის მაშინვე.

როდის ჩაგჭრიან მოედანზე

გამოცდას იწყებ 100 ქულით და ყოველ შეცდომაზე იქვითება საჯარიმო ქულა. გამოცდა ჩაბარებულია, თუ 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას არ დააგროვებ (ანუ დაასრულებ მინიმუმ 61 ქულით) და არ მოხდება დისკვალიფიკაცია.

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში გამოცდა მაშინვე წყდება და ჩაუბარებლად ითვლება, დაგროვებული ქულების მიუხედავად:

  1. დააგროვე 39-ზე მეტი საჯარიმო ქულა;
  2. შექმენი საავარიო სიტუაცია, ვერ გააჩერე ავტომობილი დროულად ან დაკარგე მართვაზე კონტროლი და გამომცდელი იძულებული გახდა ჩარეულიყო ან შეეწყვიტა გამოცდა;
  3. საგამოცდო ელემენტი ვერ დაასრულე დადგენილი წესით;
  4. ელემენტის შეუსრულებლობით ან გაჭიანურებით შეაფერხე გამოცდა ან ხელი შეუშალე სხვა კანდიდატებს;
  5. დაარღვიე ელემენტების თანმიმდევრობა, გამოტოვე რომელიმე ელემენტი ან არ დაემორჩილე გამომცდელის კანონიერ მოთხოვნას;
  6. „ჩიხში“ ავტომობილი მთლიანად შემოსაზღვრულ უბანში ვერ შემოაბრუნე, ან ელემენტი საწყისი მხარის პარალელური მარცხენა მხრიდან, უბნიდან სრულად გამოსვლით ვერ დაასრულე;
  7. „აღმართზე“ „სდექ“ ხაზს შეჩერების გარეშე 1 მეტრზე მეტით გასცდი;
  8. „აღმართზე“ ავტომობილი 20 სმ-ზე მეტად დაგორდა და ხელის მუხრუჭი დაუყოვნებლივ არ ამოწიე;
  9. ძიგ-ძიგით (არამდორედ) მოძრაობა მესამედ დაფიქსირდა;
  10. მთელი გამოცდის განმავლობაში გამოავლინე მართვის უნარ-ჩვევების დაბალი დონე.

წყარო: მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების წესი, მუხლები 34 და 39 (matsne.gov.ge)

ა) „პარალელური პარკირება“

საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) „პარალელური პარკირება“
  • ა.ა)პარკირებაში შესვლისას ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს გარეთ, წინ და მარჯვნივ არსებული ხაზები და სადგარები;(10 ქულა)
  • ა.ბ)პარკირებიდან გამოსვლისას ავტომობილმა არ გადაკვეთოს და შეეჯახოს მონიშვნებს და სადგარებს;(15 ქულა)
  • ა.გ)„პარალელური პარკირების“ უბანში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიდა არეალში;(20 ქულა)
  • ა.დ)პარკირების დასრულების შემდგომ მის გამოსვლამდე სავალდებულოა ავტომობილის ხელის მუხრუჭის გამოყენება;(15 ქულა)

ბ) „ზიგზაგი“

საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ბ) „ზიგზაგი“
  • ბ.ა)საგამოცდო ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შუაში არსებული პირველი მონიშვნის (სადგარის) მარცხენა მხრიდან შემოვლით;(15 ქულა)
  • ბ.ბ)საგამოცდო ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ზიგზაგურად, შუაში არსებულ მონიშვნებს (სადგრებს) შორის;(15 ქულა)
  • ბ.გ)„ზიგზაგში“ მოძრაობა უნდა განხორციელდეს ელემენტის საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;(15 ქულა)
  • ბ.დ)საგამოცდო ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა შეწყდეს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით ავტომობილის მოძრაობა;(10 ქულა / 15 ქულა ჩაქრობა)
  • ბ.ე)საგამოცდო ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა;(10 ქულა)

გ) ჩიხი („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“)

საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

გ) ჩიხი („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“)
  • გ.ა)ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს წინა მარჯვენა მხრიდან;(15 ქულა)
  • გ.ბ)წინ მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით;(15 ქულა)
  • გ.გ)უკან მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით;(15 ქულა)
  • გ.დ)ელემენტი უნდა შესრულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;(20 ქულა)
  • გ.ე)ელემენტში შემობრუნება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ავტომობილის გარეთა კონტურები მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიგნით;(დისკვალიფიკაცია)
  • გ.ვ)ელემენტის შესრულება უნდა დასრულდეს საწყისი მხარის პარალელური მარცხენა მხრიდან, შემოსაზღვრული უბნიდან ავტომობილის სრულად გამოსვლით;(დისკვალიფიკაცია)

დ) „გარაჟი“ (უკუსვლით პარკირება)

საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

დ) „გარაჟი“ (უკუსვლით პარკირება)
  • დ.ა)უკუსვლით გადაცემის სიჩქარეში გადართვის შემდგომ, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს საპირისპიროდ 30-სმზე მეტ მანძილზე;(10 ქულა)
  • დ.ბ)გარაჟში ავტომობილის უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;(15 ქულა)
  • დ.გ)გარაჟში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მთლიანად მოექცეს შიდა არეალში. გარაჟიდან გამოსვლა უნდა განახორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მთლიანად მოექცევა გარაჟის არეალში;(15 ქულა)
  • დ.დ)გარაჟში ხაზის გადაკვეთა;(20 ქულა)

ე) „რვიანი“

საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ე) „რვიანი“
  • ე.ა)მოძრაობას ვიწყებთ მარჯვენა მხრიდან;(15 ქულა)
  • ე.ბ)არასწორი მხრიდან გამოსვლა / მოკლე წრე;(15 ქულა)
  • ე.გ)გაჩერება;(5 ქულა / 15 ქულა ჩაქრობა)
  • ე.დ)ხაზის გადაკვეთა, გარე ჯიხურზე შეჯახება;(15 ქულა)
  • ე.ე)რვიანში უკუსვლა;(15 ქულა)

ვ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“)

საგამოცდო ელემენტის შესრულებისას სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ვ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“)
  • ვ.ა)ავტომობილი უნდა გაჩერდეს აღმართზე „სდექ“ ხაზთან (მაგრამ არანაკლებ ხაზამდე ერთი მეტრისა);(20 ქულა თუ გადაკვეთა არაუმეტეს 1 მეტრისა)
  • ვ.ბ)„სდექ“ ხაზიდან დაძვრისას, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს უკან 20 სმ-ზე მეტ მანძილზე;(10 ქულა)

ზოგადი მოთხოვნები გამოცდის მსვლელობისას

  • ა)მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა გამოერთოს ავტომობილის ძრავი;(15 ქულა)
  • ბ)მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე შეკრული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი;(5 ქულა)
  • გ)ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს აწეული ხელის მუხრუჭით;(ყოველ 4 მეტრზე 15 ქულა)
  • დ)გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატს არ უნდა დაუგორდეს ავტომობილი;(10 ქულა)
  • ე)გამოცდის მსვლელობისას ელემენტების პარალელური პარკირებისა და აღმართზე მოძრაობის გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელის მუხრუჭი;(15 ქულა)
  • ვ)მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს გამოცდით განსაზღვრული ყველა საგამოცდო ელემენტი;
  • ზ)საგამოცდო მოედანზე შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს;(20 ქულა)
  • თ)მთელი გამოცდის მსვლელობისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს მდორედ (ძიგ-ძიგის გარეშე).

შენიშვნა: საგამოცდო ელემენტები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად, ავტომობილში დამონტაჟებული ელექტრონული სისტემის ხმოვანი სიგნალის ან გამომცდელის მითითების შესაბამისად, ამასთან გამომცდელის მითითების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გამომცდელის მითითებას.