სპიკერიან ბილეთებს ხმით მოუსმენ — დააჭირე „მოსმენა“ კითხვაზე.

მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელი მაგრდება ბავშვთა ჯგუფის გადამყვანი ავტობუსის წინა და უკანა მხარეს?

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც სმენადაქვეითებული მძღოლი მართავს?

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს?

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სიჩქარე ტვირთის გათვალისწინებით და ტექნიკური მახასიათებლებით კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლებია?

მძღოლის სურვილისამებრ რომელი საცნობი ნიშანი შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მართავენ, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს ასეთი პირები?

მძღოლის სურვილისამებრ რომელი საცნობი ნიშანი შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იძლევა ინფორმაციას საქართველოს გზებზე დადგენილი სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების შესახებ?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ტერიტორიას, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ქვეითებისათვის?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზას, რომელსაც არა აქვს გამჭოლი გასასვლელი?