Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 68 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 72 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/rss.class.php on line 51 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 60 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 64 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/index.php on line 103 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/index.php on line 107  უცხოური მართვის მოწმობის შეცვლა

უცხოურის შეცვლა

საქართველოს მოქალაქემ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა;
გ) მართვის მოწმობის დასტური;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
    დ.ა)საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომსახურების საფასური შეადგენს 15 ლარს.

მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მოიცავდეს სააგენტოში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის ნამდვილობას დადასტურებას ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (გაუქმების) არ არსებობის ფაქტს. დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაიას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი შედგენილია დამოიკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

საქართველოს მოქალაქეზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ:
ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობის მოქმედების ვადა;
ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას;
გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიის/ქვეკატეგირიის იდენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას ან მოწმობით განსაზღვრული კატეგორიებიდან/ქვეკატეგორიებიდან ითვალისწინებს, მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლები კატეგორიით/ქვეკატეგორიით მიღებაზე;
დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;
ე) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;
ბ) პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა;
გ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაცვლელი მართვის მოწმობა;
დ) მართვის მოწმობის დასტური;
ე) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან იგი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, საცხოვრებელ ადგილად შეიძლება ასახული იქნეს:
   ე.ა) საქართველოს ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;
   ე.ბ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული სრულწლოვანი პირის რეგისტრაციის ადგილი).
ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურების საფასური შეადგენს 15 ლარს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობის მოქმედების ვადა;
ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას;
გ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიის/ქვეკატეგირიის იდენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას ან მოწმობით განსაზღვრული კატეგორიებიდან/ქვეკატეგორიებიდან ითვალისწინებს, მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლები კატეგორიით/ქვეკატეგორიით მიღებაზე;
დ) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;
ე) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა თანამშრომლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ზემოთ მითითებულ დოკუმენტებთან ერთად (გარდა ბინადრობის მოწმობისა) დამატებით უნდა წარმოადგინონ სააკრედიტაციო ბარათის ასლი და წერილი საკონსულოდან საცხოვრებელი ადგილის მისამართის ჩვენებით.

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობასთან ერთად უბრუნდება მფლობელს, ამასთან, შეცვლილი მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე კარგავს იურიდიულ ძალას.

გამოკითხვა
როგორი საიტია?
ცუდი
ნორმალური
კარგი
ძალიან კარგი