Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 68 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 72 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/rss.class.php on line 51 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 60 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 64 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/index.php on line 103 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/index.php on line 107  მართვის მოწმობის შეცვლა

მოწმობის შეცვლა

მართვის მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოს საგამოცდო განყოფილებაში წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შესაცვლელი მართვის მოწმობა;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
    დ.ა) მართვის მოწმობის საფასური შეადგენს 15 ლარს;

შენიშვნა: მართვის მოწმობის შეცვლა ხორციელდება იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მძღოლის მოწმობის გაცემის რეესტრით.


სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა;
გ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა;
დ) მართვის მოწმობის გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება);
ე) მართვის მოწმობაში ასახული რომელიმე მონაცემის შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
ვ) მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
ზ) მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.


მძღოლის მოწმობის შეცვლა ახალი მოწმობით არ განხორციელდება თუ:

ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;
ბ) დაინტერესებულ პირს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება;
გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

გამოკითხვა
როგორი საიტია?
ცუდი
ნორმალური
კარგი
ძალიან კარგი