Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 68 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 72 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/rss.class.php on line 51 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 60 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 64 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/index.php on line 103 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/index.php on line 107  კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ

საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ


ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტომაგისტრალი – 5.1 ნიშნით აღნიშნული გზა;
ა 1) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად; (28.04.2006. N2964)
ბ) არასაკმარისი ხილვადობა – გზის ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ნისლის, წვიმის, თოვის დროს და ა. შ.;
გ) გასწრება – დაკავებული ზოლიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასწრება;
დ) გამყოფი ზოლი – გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და განკუთვნილი არ არის ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის ან გაჩერებისათვის და ქვეითის მოძრაობისათვის;
ე) გზა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი (გზა მოიცავს ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს, აგრეთვე ტრამვაის გზას, ტროტუარებს, გვერდულებსა და გამყოფ ზოლებს, მათი არსებობისას);
ვ) გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილე არ იწყებს, არ ანახლებს ან არ განაგრძობს მოძრაობას, არ მიმართავს რაიმე მანევრს, თუკი ეს მასზე უპირატესი მოძრაობის მქონე სხვა მონაწილეს იძულებულს ხდის შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე;
ზ) დასახლებული პუნქტი – ტერიტორია საავტომობილო გზის გასწვრივ, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღინიშნება 5.2.2–5.2.5 ნიშნებით;
თ) დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;
ი) დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე;
კ) ველოსიპედი – ორ ან მეტთვლიანი სატრანსპორტო საშუალება (ინვალიდის ეტლის გარდა), რომელიც მასზე მჯდომი ადამიანის ფიზიკური ძალით მოძრაობს;
ლ) იძულებით გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასატანი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის, ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი წინააღმდეგობით განპირობებული საშიშროების გამო;
მ) მარეგულირებელი – საგზაო პოლიციის, სამხედრო ავტოინსპექციის თანამშრომელი, საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის მუშაკი, რკინიგზის, ბორნის გადასასვლელის მორიგე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირადობის მოწმობა და ეკიპირება (ფორმის ტანსაცმელი ან განმასხვავებელი ნიშანი – სამკლაური, კვერთხი, დისკო წითელი სიგნალით ან შუქამრეკლით, წითელი ფარანი ან ალამი);
ნ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა;
ო) მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა);
პ) მისაბმელი – მოძრაობისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ნახევრადმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი;
პ 1) მობილური კომუნიკაციის საშუალება – ნებისმიერი ხელსაწყო, რომლის საშუალებით შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება; (23.06.2003. N1747)
ჟ) მოპედი – ორ ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს 50 სმ3-მდე მუშა მოცულობის ძრავით და 40 კმ/სთ-მდე მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით. მოპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპედი, მოკიკი და ანალოგიურმახასიათებლიანი სხვა სატრანსპორტო საშუალება;
რ) მოტოციკლი – ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება გვერდითი მისაბმელით ან მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია სამ ან ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მასა აღჭურვილ მდგომარეობაში არ აღემატება 400 კილოგრამს;
ს) მოძრაობის ზოლი – მონიშნული ან მოუნიშნავი სავალი ნაწილის გრძივი ზოლი, რომელსაც აქვს საკმაო სიგანე საავტომობილო ტრანსპორტის ერთრიგად მოძრაობისათვის;
ტ) ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის მოელვარე შუქურებჩართული მეწინავე სატრანსპორტო საშუალების თანხლებით, მოძრაობის ერთსა და იმავე ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, მუდმივად ჩართული ფარებით მიმავალი სამი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი;
უ) რკინიგზის გადასასვლელი – გზისა და რკინიგზის ლიანდაგების ნებისმიერი გადაკვეთა ერთ დონეზე;
ფ) საგზაო მოძრაობა – საავტომობილო გზაზე ადამიანისა და ტვირთის სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას არსებული ურთიერთობები;
ქ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, როგორც მძღოლი, მგზავრი, ქვეითი;
ღ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს გზებზე მოძრაობის მართვას;
ყ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზებისა და მათი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ მიმართული საქმიანობა;
შ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა – საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა;
ჩ) სავალი ნაწილი – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის;
ც) სატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი;
ძ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
წ) უპირატესობა (პრიორიტეტი) – მძღოლის უპირატესობა ან უფლება მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით, პირველმა დაიწყოს მოძრაობა დასახული მიმართულებით;
ჭ) ქვეითი – პირი, რომელიც გზაზეა, მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში, ან არ ასრულებს რაიმე საგზაო სამუშაოს (ქვეითად ითვლება აგრეთვე ის პირი, რომელიც მოძრაობს ინვალიდის ეტლით ძრავის გარეშე, ასევე ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), ურიკის, საბავშვო ან ინვალიდის ეტლის წამყვანი);
ხ) ქვეითად გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია 5.16.1, 5.16.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით. (თუ მონიშვნები არ არის, ქვეითად გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.16.1 და 5.16.2 ნიშნებს შორის მანძილით).
ჯ) საწევარი – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის ნახევარმისაბმელთან ერთად;
ჰ) ავტომატარებელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელთან ერთად;
ჰ 1) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომში – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებების შემადგენლობა; (29.12.2006. N4221)
ჰ 2) შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც შედგება სექციებისაგან. ასეთი ავტობუსის სექციებში შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება შესაძლებელია მხოლოდ საწარმოში დამამზადებლის მიერ. (23.06.2006. N3395)
ჰ 3) კონტეინერი – 1972 წლის "კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციით" გათვალისწინებული განმარტება; (25.12.2009 N 2474)
ჰ 4) ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილებისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორების გადასაზიდად. (25.12.2009 N 2474)
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
თავი II
სახელმწიფო პოლიტიკა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში
მუხლი 3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებია:
ა) საავტომობილო, მიწისზედა საქალაქო ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება;
ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება;
გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება;
ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება "პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი.
მუხლი 4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი
1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;
გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის შექმნა;
დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროს საქმიანობაზე კონტროლი;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება.
2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
მუხლი 5. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ორგანიზება
1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვა. ესენია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, სატრანსპორტო საშუალებათა და მძღოლთა რაოდენობა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვი, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლები.
2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის პოლიტიკა და მისი რეალიზება ეყრდნობა სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემას.
3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის წარმოების, სააღრიცხვო ცნობებით სარგებლობისა და საანგარიშო მონაცემების შექმნის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი III
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები
მუხლი 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები
1. სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობისა და მათგან გამოწვეული ზიანის შემცირებას.
2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტი.
3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტიდან.
თავი IV
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები
მუხლი 7. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები გზის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის დროს
1. საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გზის დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლუატაციოდ მიღება წარმოებს სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. გზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარისხზე პასუხისმგებელია დამკვეთი.
4. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლუატაციოდ მიღების შემდეგ მის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ამ გზის მესაკუთრე.
მუხლი 8. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა
1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:
ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
გ) აუცილებლობის შემთხვევაში, გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საგზაო პოლიციელს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 9. სატრანსპორტო საშუალების, მისი შემადგენელი ნაწილების, დამატებითი მოწყობილობების, სათადარიგო ნაწილებისა და შემადგენლობების რეგისტრაცია
1. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
3. ახლად დამზადებული თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მისი მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე აკრძალულია.
მუხლი 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს
1. საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
2. საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გაუმართაობაზე პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.
მუხლი 11. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება
1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში (შემდგომში – ტესტირების ცენტრი).
2. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ტესტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.
3. ტესტირების ცენტრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით. (30.03.2007. N4602)
5. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. (30.03.2007. N4602)
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი.
7. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ ჩაუტარდება, თუ მის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და იგი არ გადაუხდია დადგენილი წესით.
8. ტესტირების ცენტრისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია.
9. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით. (29.12.2006. N4221)
მუხლი 12. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის აკრძალვა
1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია:
ა) ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესს და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხას, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას, ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. (28.04.2006. N2964)
მუხლი 13. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებანი
იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;
ბ) ჯანდაცვის ორგანოების მუშაკებთან ერთად უზრუნველყონ მძღოლის წინასარეისო სამედიცინო შემოწმება, განახორციელონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას დაშავებულისათვის მძღოლის მიერ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ჩვევების შესწავლის ღონისძიებები;
გ) უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებთან, არ დაუშვან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება.
მუხლი 14. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები
1. საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დადგენილია მარჯვენა მხარეს.
2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება იმ ტექნიკური საშუალებების კომპლექსურად გამოყენების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებულია მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებით და გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტებითა და სქემებით.
3. საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა გზის გამტარუნარიანობის გადიდების ან სხვა მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე, დაუშვებელია.
მუხლი 15. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
1. საქართველოს გზებზე პირის უსაფრთხო პირობებში მოძრაობის უფლება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ და უზრუნველყოფილია ამ კანონით.
2. საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების რეალიზება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის უფლებებს.
3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან და საჯარო მოსამსახურეებისაგან მიიღოს:
ა) ინფორმაცია მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ;
ბ) ინფორმაცია ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებულ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ;
გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან;
დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარება.
4. საგზაო მოძრაობის მონაწილე ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდება გზაზე.
5. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება.
მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მიღების წესი და პირობები
საქართველოში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი მოთხოვნები
1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელმაც გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.
2. "A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია შესაბამისი პროგრამების მიხედვით მძღოლის დამოუკიდებელი მომზადება.
3. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობა
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება დასტურდება მოწმობით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებს.
მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლებია:
ა) სამედიცინო დასკვნა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვას;
ბ) სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართვის უფლების ჩამორთმევა;
გ) პირის გარდაცვალება.
თავი V
საგზაო მოძრაობის წესები
მუხლი 20. მძღოლის ზოგადი მოვალეობები
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს:
ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;
გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
2. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლს და მგზავრს აუცილებლად უნდა ეხუროთ შეკრული მოტოჩაფხუტი.
3. საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
ა) თან ჰქონდეს საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები და მძღოლის მოწმობა;
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს ტრანსპორტია რეგისტრირებული.
4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
ა) მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მისი საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი დებულებების შესაბამისად;
ა 1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა; (23.06.2005.N1747)
ბ) არ იმოძრაოს მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, მისაბმელი მოწყობილობის (მატარებლის შემადგენლობაში) გაუმართაობისას, დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით (ან მათ გარეშე) და უკანა საგაბარიტო სინათლეებით გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას ნისლის, წვიმის ან თოვის დროს;
გ) გზაში სხვა გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუა

გამოკითხვა
როგორი საიტია?
ცუდი
ნორმალური
კარგი
ძალიან კარგი