Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 68 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 72 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/rss.class.php on line 51 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 60 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/engine/classes/templates.class.php on line 64 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/index.php on line 103 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/playfami/public_html/index.php on line 107  დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა

დაკარგულის აღდგენა

დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის თაობაზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
   გ.ა) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საფასური შეადგენს 15 ლარს;
   გ.ბ) მართვის მოწმობის დაკარგვასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დაწესებული საფასურის 20 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მძღოლის დაკარგული მოწმობის აღდგენა ხდება დაკარგული მართვის მოწმობის იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მართვის მოწმობების გაცემის რეესტრით.

დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება თუ:

ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;
ბ) დაინტერესებულ პირს მოთხოვნის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჩერებული აქვს მართვის უფლება;
გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
დ) მძღოლის მოწმობა გაცემულია უცხო ქვეყნის მიერ.
ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

დაკარგული მართვის მოწმობის პოვნის შემთხვევაში, მპოვნელი ვალდებულია ჩააბაროს იგი საგამოცდო სამსახურს. ნაპოვნი მძღოლის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად, თუ მის სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობა.

გამოკითხვა
როგორი საიტია?
ცუდი
ნორმალური
კარგი
ძალიან კარგი